суббота, 22 апреля 2017 г.

პროექტის პორტფოლიო





პროექტის ჩატარებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას.ინფორმაციების მოძიება-დახარისხებით კრიტიკული აზროვნების,კვლევითიდა 21-ე საუკუნის სხვა უნარების განვითარებას.მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა და აზრის გამოთქმა.პროექტი საინტერესო იყო მასწავლებლისთვისაც. 
სურვილი მაქვს მომავალში ჩავატარო პროექტი სხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.  დიდი მადლობა.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ ნაყოფიერად, განვიხილეთ არაერთი საინტერესო საკითხი- როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებას,როგორ განვასხვავოთ მოსწავლეთა საჭიროებები.როგორ შევთავაზოთ მოსწავლეებს შინაარსის
მიწოდების განსხვავების გზები,შესაძლებლობა მივცეთ მოსწავლეებს ივარჯიშონ პროდუქტების შექმნაში.დღევანდელი მუშაობა დამეხმარება უკეთ დავგეგმო და წარვმართო ჩემი მუშაობა, გავიგე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. 

суббота, 8 апреля 2017 г.

დღეს ვისაუბრეთ შეფასების ინსტრუმენტებზე,თუ როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში,ვიმუშავეთ გეგმების , ჩეკლისტების რუბრიკების შექმნაზე, ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში სირთულეების გამოვლენაზე, თანატოლებთან უკუკავშირზე.აგრეთვე  ვისაუბრეთ ,რომელი ფორმა განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

воскресенье, 2 апреля 2017 г.

დღეს განვიხილეთ რა ტიპის ნაშრომები შეიძლება შექმნას მოსწავლემ. გავეცანი მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომებს, თუ რა მოთხოვნები წავუყენო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, როგორ დავაგეგმინო ,ჩამოვაყალიბებინო რა ცოდნის დემონსტრირებას ველი მოსწავლისაგან,.რათა მომავალში მოსწავლეებმა განახორციელონ საინტერესო ნაშრომები, რომელიც შეიძლება შეფასდეს მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით.

суббота, 1 апреля 2017 г.

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. . მუშაობა  წარიმართა ჯგუფებში, წყვილებში. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პორტფოლიოები, მივეცით  რჩევები.მივიღეთ უკუკავშირები. უკუკავშირი დაგვეხმარება უკეთესად გავიაზროთ პროექტის ღირებულებები,სწორად დაგეგმა თუ არა კოლეგამ პროექტი,რა კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება  შევაფასოთ ერთმანეთის პორტფოლიოები. უკუკავშირი კარგია სხვისი თვალით დავინახო ნამუშვრები,გავითვალისწინო მათი რჩევები და მოვახდინო დროული რეაგირება. გავეცანი აგრეთვე საავტორო უფლებებს და უკვე ვიცი როგორ არ უნდა დავარღვიო სხვისი საავტორო უფლება.

воскресенье, 26 марта 2017 г.

გავერკვიე და  გავეცანი  შეფასების სტრატებიებს,მეთოდებს , ინსტრუმენტებს.
რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს სტრატეგიები  და მეთოდები,მით უფრო კარგად მივაღწევ პროგრესს და უფრო მაღალ სააზროვნო უნარებზე გავალ მოსწავლესთან.

суббота, 25 марта 2017 г.


სასწავლო პროცესში პროექტების კეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც იგი მოსწავლეებს დაეხმარება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში და კრიტიკული აზროვნების პროგრესში. 
ავირჩიე პროექტის იდეა, ჩამოვაყალიბე შინაარსი, მიზნები სტანდარტებთან შესაბამისად,რათა მოსწავლეები პროექტთან დაკავშირებით გავიდნენ შედეგზე.
ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,რომელიც დამეხმარება არა მარტო წინარე ცოდნის დადგენაში,არამედ მომავალი ცოდნის გაგებაშიც.